ვოლოდიმირ ზელენსკი – ვულოცავ ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას, მოუთმენლად ველოდებით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას

ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების შედეგებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფრიდრიხ მერცს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ „ქრისტიანულ-დემოკრატიულ/ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს და ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას. ეს არის მკაფიო ხმა ამომრჩევლებისგან და ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ევროპისთვის. მოუთმენლად ველოდებით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას სიცოცხლის დასაცავად, უკრაინაში რეალური მშვიდობის მისაღწევად და ევროპის გასაძლიერებლად. ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თავისი ინდუსტრიების განვითარება და საჭირო შედეგების მიღწევა. ევროპას სჭირდება საერთო წარმატებები და ეს წარმატებები კიდევ უფრო მეტ ერთიანობას მოუტანს ევროპას“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ფედერალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ხმათა 29%-ით კონსერვატორთა ბლოკი ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით იმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები