უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის სამი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ვიდეოს აქვეყნებს.

“წინააღმდეგობის სამი წელი. უკრაინელების აბსოლუტური გმირობის სამი წელი. ვამაყობ უკრაინით! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მას იცავს და მხარს უჭერს. ყველას, ვინც მუშაობს უკრაინისთვის. მარადიული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის,- წერს ქვეყნის პრეზიდენტი.

ომის დაწყების სამი წლისთავზე, კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამიტს ონლაინ რეჟიმში დაესწრება დამატებით 24 სახელმწიფოს პირველი პირიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები