“ის ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებული იყვნენ ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდებით, დღეს ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი” – ბაჩო ოდიშარია
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია ამერიკის საელჩოს მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ე.წ. ქარდებს იხსენებს.
მისი თქმით, ის ხალხი, ვინც ამ ქარდებს მხარდაჭერად აღიქვამდა აშშ-ის მხრიდან, ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას “რუსეთუმეს” უწოდებს.
„ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოში ამერიკის საელჩოს facebook გვერდი იყო მთავარი „ტრენდსეტერი“ ამ ლიბერალური „ბაბლებისთვის“. როდესაც იმ აბსურდული ქარდებით მიმოწერასა და კომუნიკაციაზე გადავიდნენ ხელისუფლებასთან, „ეს უკვე ზედმეტია“ და ასე შემდეგ, ამაზე როგორი აღფრთოვანება იყო, რომ „ჩვენ მხარეს არიან, მხარს გვიჭერს, ბაიდენი გვერდში გვიდგას“ და იყო დამუნათება, „აბა ამის მერე რას იტყვით“. ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი. ტრამპი ახლა მთელ ევროპაში ეძებს დასაყრდენს და პარტნიორებს. ჰყავს მთავარი პარტნიორი ორბანის სახით, ორბანი აგრეთვე არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და დასაყრდენი ამ მომენტის ევროპაში, რაც აძლიერებს ჩვენ პოზიციას“, – აღნიშნა ოდიშარიამ.