ირაკლი კირცხალია „ფარას“ ანალოგზე: ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის

,,ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ამერიკულ „ფარას“ ანალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ნახა, თუ რა შეუძლია იმ არაკეთილმოსურნე უცხოურ დაფინანსებას, რომელიც ქვეყანაში შემოედინებოდა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. კარგად ვნახეთ, თუ რა შეუძლია იმ არაკეთილმოსურნე უცხოურ დაფინანსებას, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და რამდენი გადატრიალების მცდელობა აირიდა ჩვენმა ქვეყანამ თავიდან“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები