თორნიკე ჭეიშვილი – გაეროში წარდგენილ რეზოლუციაზე: საქართველო ტრადიციულად დაკავებულია მშვიდობის ადვოკატირებით; ვფიქრობთ, უალტერნატივოა ის რეზოლუცია და ნაბიჯები, რომლებიც იდგმება, საქართველო უერთდება მსგავსი ინიციატივების სულისკვეთებას
“ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, საქართველო ტრადიციულად დაკავებულია მშვიდობის ადვოკატირებით. ეს პირდაპირ დასტურდებოდა წლების წინ, მათ შორის 3 წლის წინაც, როდესაც უკრაინაში ომი იწყებოდა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, რითაც საქართველო-აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას – „გზა მშვიდობისკენ“ გამოეხმაურა.
„აშშ-ის სახით ავანსცენაზე შემოდის ახალი აქტორი, რასაკვირველია, მე ვგულისხმობ პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას და განგრძობადი მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ თუ გავისიგრძეგანებთ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, უალტერნატივოა ის რეზოლუცია და ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება. რასაკვირველია, საქართველო უერთდება მსგავსი ინიციატივების სულისკვეთებას“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
საქართველო აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის „გზა მშვიდობისკენ“ თანასპონსორია. რეზოლუციის მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.