შსს-ს ანტინარკოტიკული კამპანიის კონკურსში მონაწილე სტუდენტებს თსუ-ს რექტორმა სერტიფიკატები გადასცა (ვიდეო)

  შს სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებული კლიპის პრეზენტაცია და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ნამუშევარზე გამოცხადებულ კონკურსში – „არა ბიონარკოტიკს“ მონაწილეობა მიიღო თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების 24 სტუდენტმა. სტუდენტებმა საკონკურსოდ 30 – წამიანი კლიპი შექმნეს, თავად მოიფიქრეს შინაარსი, ფორმა, ტექსტი, თვითონვე გადაიღეს და მუსიკალურად გააფორმეს.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გერსამია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართული სტუდენტები თსუ-ს რექტორმა აქტიური, ნაყოფიერი მუშაობისა და პროფესიონალური ხედვისთვის სერტიფიკატებით და წიგნებით დააჯილდოვა.
კლიპის პრეზენტაციასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტინარკიტიკული კამპანიის პროცესში სტუდენტების ჩართულობის და ასევე, შს სამინისტროში მინისტრის მიერ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი ფოტომასალის ამსახველი გამოფენა გაიმართა.
ალექსანდრე ჭიკაიძემ ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიური მონაწილეობის, მხარდაჭერისა და სოციალური ვიდეორგოლის გადაღებისთვის სტუდენტებს სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა.
შსს-ს კამპანიამ: „არა ბიონარკოტიკს“ და ამ კამპანიაში საზოგადოების ჩართულობამ რეალური შედეგი გამოიღო. ე.წ. ბიოს მოხმარება 90 პროცენტით არის შემცირებული.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ObM9eacQZcc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები