თუ BRICS-ი დოლარის ალტერნატივის შექმნას შეეცდება, აშშ მათთვის 150%-იან ტარიფებს დააწესებს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან გააფრთხილა BRICS-ის ქვეყნები, იმასთან დაკავშირებით, რომ დააწესებს 150%-იან ტარიფებს აშშ დოლარის ალტერნატივის შექმნის მცდელობისთვის.

”თქვენ იცით, BRICS-ის ქვეყნები ცდილობდნენ ჩვენი დოლარის განადგურებას. მათ სურდათ ახალი ვალუტის შექმნა. ნებისმიერი BRICS-ის სახელმწიფოს, რომელიც ახსენებს დოლარის განადგურებას, 150%-იანი ტარიფი დაეკისრება”, – თქვა პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, მას არაფერი არ გაუგია BRICS-ისგან ამ მუქარის შემდეგ.

მანამდე ტრამპმა თქვა, რომ BRICS-ის ქვეყნებიდან იმპორტზე 100%-იან ტარიფებს დააწესებდა, თუ ისინი საკუთარ ვალუტას დააარსებენ ან დოლარზე უარს იტყვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები