საქპატენტმა ახალგაზრდულ ლიტერატურულ ბანაკში მიიღო მონაწილეობა

ახალგაზრდული ლიტერატურული ბანაკის ფარგლებში, რომელიც თელავში გაიმართა, საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ანუკი ობოლაძემ, ბანაკის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც საქპატენტის საქმიანობისა და ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაიმართა დებატები საავტორო უფლებების დაცვის საკითხებზე, ასევე ისაუბრეს საქპატენტში ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ მიმდინარე რეფორმებზე.

საქპატენტის წარმომადგენელმა ლიტერატურული ბანაკის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გადასცა საქპატენტის პოლიგრაფიაში დაბეჭდილი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გამოცემა, მათ შორის, ჟურნალი „საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები“, ბუკლეტი კომიქსებით „საავტორო უფლებების“ შესახებ, პროექტის „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ ფარგლებში მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი კრებული „კრეატიული დღიური“.

ახალგაზრდული ლიტერატურული ბანაკი ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებში, წინასწარი კონკურსით წესით, შეირჩა 20 ახალგაზრდა. ბანაკში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები ესწრებოდნენ თემატურ დისკუსიებსა და გაიარეს მასტერკლასები, რომელთა მიზანი იყო შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რის შედეგადაც შექმნეს მცირე მოცულობის ლიტერატურული ნაწარმოებები. აღნიშნული ნამუშევრები უახლოეს მომავალში კრებულის სახით გამოიცემა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები