ფინეთის პრეზიდენტი: ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიული გზით არჩეულ უკრაინის პრეზიდენტს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ომი უკრაინამ დაიწყო,- ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ტრამპის შეხედულებებს.
“ფინეთი მხარს უჭერს უკრაინის კონსტიტუციას და დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. დაპყრობითი ომი დაიწყო რუსეთმა და პრეზიდენტმა პუტინმა. ჩვენი მიზანია, ვიმსჯელოთ ტრამპთან იმაზე, თუ რა შედეგი დადგება, თუ პუტინი თავისას მიაღწევს”,- განაცხადა სტუბმა.