უკრაინის პრეზიდენტისთვის დიქტატორის დარქმევა დიდ ცინიზმს მოითხოვს – პეტრ პაველი
რა მნიშვნელობა ექნება არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც სამი წელია იცავს თავს მეზობელი ბირთვული ზესახელმწიფოს აგრესიისგან?,- ასე გამოეხმაურა ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
მისი თქმით, დიდი ცინიზმია საჭირო, რომ უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო.
“როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როდესაც უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია საოკუპაციო ძალების მიერ და მთელი ქვეყანა ყოველდღიური დაბომბვის ქვეშაა? ასეთი ქვეყნის პრეზიდენტისთვის დიქტატორის დარქმევა დიდ ცინიზმს მოითხოვს”,- წერს პაველი სოციალურ ქსელში.