ლუბოშ ბლაჰა: დარწმუნებული ვარ, საქართველომ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება, როდესაც არ გაჰყვა უკრაინის გზას, რომ ყოფილიყო დასავლეთის ჯოხი რუსეთის წინააღმდეგ
დარწმუნებული ვარ, საქართველომ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება, როდესაც არ გაჰყვა უკრაინის გზას, რომ ყოფილიყო დასავლეთის ჯოხი რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ უნდოდათ რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე და იგივე საქართველოსთან დაკავშირებით.
„ძალიან გახსნილად გეტყვით, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ევროპელი ლიდერები პანიკაში ჩავარდნენ, დაშინებულები არიან, ტირიან. შეიძლება ითქვას, ღრიალებენ. მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე ტიროდა პრესკონფერენციაზე. შეხვედრები იყო შემდეგ ევროპული ქვეყნების, მაკრონის მონაწილეობით, ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის, რომლებიც ტირიან, მოთქვამენ და ეს ძალიან პათეტიკურია. წარმოგიდგენიათ რუსები როგორ იცინიან ამაზე? იმიტომ, რომ ევროკავშირს სურს დაამარცხოს რუსეთი და ტირიან, როდესაც ამერიკელები გვერდზე არ უდგანან, მარტო არიან. მინდა ვუთხრა ქართველებს, რუმინელებს, სლოვაკებს, ამის უფლება აქვთ, რომ უთხრან რა გააკეთონ? როდესაც საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებენ ევროპელები. რომ იტყვიან, ეს არის ძალიან გამაოგნებელი. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში. ხედავთ, რომ რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები იმართება მშვიდობასთან დაკავშირებით. ამას პირველივე დღიდან ვუჭერდით მხარს, რაც კონფლიქტი დაიწყო უკრაინაში და მე დარწმუნებული ვარ, საქართველომ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება, როდესაც არ გაჰყვა უკრაინის გზას, რომ ყოფილიყო დასავლეთის ჯოხი რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ, რომ თქვენი ხალხი დაიღუპებოდა, როგორც უკრაინელები იღუპებიან. და რა, ბაიდენის ადმინისტრაციას რამე ემოციები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ მხოლოდ უკრაინელები კვდებოდნენ. მათ უნდოდათ რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე და იგივე საქართველოსთან დაკავშირებით. უნდოდათ, რომ შესულიყავით ომში, დაგეწყოთ ომი, ყოფილიყავით ჯოხი რუსეთის წინააღმდეგ.
ზელენსკიმ დაუშვა ფატალური შეცდომა და ამერიკის გვერდით დგომის გარეშე შეუძლებელია ამ ომის გაგრძელება. თუ სურს გააგრძელოს ომი ზელენსკიმ, ე.ი. ევროკავშირმა უნდა შეცვალოს ევროპული სოციალური პოლიცია. ფაქტობრივად, აღარ დააფინანსოს თანამშრომლები, აღარ დააფინანსოს პენსიონერები და მთელი თანხები ომს მოახმაროს. ერთადერთი შანსი არის მშვიდობა. ამიტომ, სლოვაკეთი უჭერს მხარს მშვიდობას, მოლაპარაკებას რუსეთთან. ის, რომ უნდა დამყარდეს ნორმალური ურთიერთობა პუტინის ადმინისტრაციასთან, ეს არის ჩვენი პოზიცია და გვინდა, რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა“, – აღნიშნა ლუბოშ ბლაჰამ.