ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: ევროკავშირს უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში – დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წინ აღუდგება მაიდანიზაციის პროცესს, რომელიც ბრიუსელიდან მომდინარეობს
ევროპულ პარლამენტს და ევროკავშირს უფლება არ აქვს ჩაერიოს შიდა საქმეებში და ჩემთვის და ყველა პატრიოტისთვის ევროკავშირში ეს გახლავთ ძალზე საშიში რამ, რასაც ევროპა, ევროპარლამენტი და ევროკავშირი აკეთებს. ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რადგან გაეროს ქარტიაში მთავარი პრინციპია ეროვნული სუვერენიტეტი; თქვენ გაგაჩნიათ უფლება სუვერენიტეტის და სუვერენული გადაწყვეტილების, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „მაიდანიზაციის“ სურვილი მხოლოდ საქართველოს მიმართ არ არსებობს, ასეთ წნეხის ქვეშ არიან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის სერბეთი და სლოვაკეთი.
„თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წნეხის ქვეშ არის ბრიუსელის მხრიდან. სლოვაკეთიც გახლავთ ასეთი ქვეყანა, ჩვენთანაც მასობრივი პროტესტი მიმდინარეობდა ლიბერალების, განსაკუთრებით არასამთავრობოების, რომლებიც ომს უჭერენ მხარს. ცდილობენ შეცვალონ მთავრობა და იგივე სცენარია რაც უკრაინაში მოხდა მაიდანის დროს. შედეგად რა მივიღეთ უკრაინაში – სისხლის ღვრა, ომი, არასტაბილურობა. ეს რა, საქართველოს, სლოვაკეთს სურს? – არა. ეს გახლავთ რეალობა. ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, რომ სლოვაკეთში მაიდანის სცენარის ორგანიზება ხდება უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მხრიდანაც. მამულაშვილი უკრაინაში იბრძვის და იგი არის ომის დამნაშავე და ეს პიროვნება არის სლოვაკურ ოპოზიციასთან და არასამთავრობოებთან კავშირში და ცდილობს მაიდანის ორგანიზებას სლოვაკეთში. იგივე სცენარი თამაშდება საქართველოში, სერბეთში, სხვა ქვეყნებში. ამას ნამდვილად პატივს არავინ არ სცემს, ეს არის ძალიან საშიში თამაში. თუ მხარს უჭერთ პარტიებს, რომელსაც სჭირდებათ მშვიდობა, სტაბილურობა, პატრიოტიზმი თქვენი ქვეყნისა – თქვენ ხდებით დასავლეთის იმპერიალისტური წრეების წნეხის ქვეშ. ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წინ აღუდგება მაიდანიზაციის პროცესს, რომელიც მომდინარეობს ბრიუსელიდან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.