მაკა ბოჭორიშვილი: გარკვეული პოლიტიკოსები ევროკავშირში ინტეგრაციას, საკითხს, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის ეროვნული მნიშვნელობის, იყენებდნენ, როგორც ინსტრუმენტს, ეს იყო ძალიან სამწუხარო

იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ევროპარლამენტიდან ჩვენი მაყურებელიც კარგად იცნობს, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ ხოლმე და საქართველოს კრიტიკით ხშირად გამოირჩეოდნენ, ჩემთვის პირდაპირი ტექსტით უთქვამთ, ახლა თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას და მოლდოვას, საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ივნისში და ვნახოთ, როგორი იქნება 85%-ის რეაქცია საქართველოში, ვისაც ევროკავშირში უნდაო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ეს იყო პირდაპირი აღიარება გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ისინი ევროკავშირში ინტეგრაციას, იმ საკითხს, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის ეროვნული მნიშვნელობის, იყენებდნენ, როგორც ინსტრუმენტს და ეს იყო ძალიან სამწუხარო, თუმცა რეალური“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც კანდიდატის სტატუსი გაცვდა, როგორც ინსტრუმენტი ევროინტეგრაციის პროცესის იმ მომენტში, ექნებოდა თუ არა ამას რამე ეფექტი ქართულ საზოგადოებაზე, მაშინ ყველა მიხვდა, რომ ამას აზრი აღარ ჰქონდა და საქართველოსთვის უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი.

„ამას არ ვყვები ვიღაცისგან გაგონილს. მე ხშირად დავდიოდი მათ შორის, ევროპარლამენტში და ძალიან ხშირად, შეიძლება ითქვას, ყოველთვე, როდესაც იყო სესიები სტრასბურგში, შესაძლებლობა მქონდა, ჩემ ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან მქონოდა დიალოგი ძალიან ბევრ თემაზე საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები