პოლონეთი აცხადებს, რომ რუსეთის მეზობლებმა უკრაინაში სამშვიდობოები არ უნდა გაგზავნონ

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში მიიჩნევს, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

კოსნიაკ-კამიშის თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნა საშიშია ასეთი ქვეყნებისთვის პროვოკაციების საფრთხის გამო.

„რუსეთის მოსაზღვრე არცერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ჩართული ასეთ სტაბილიზაციის მისიაში, რადგან ამან ადვილად შეიძლება გამოიწვიოს პროვოკაციები“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, დღეს არ არსებობს არცერთი ქვეყნის კოალიცია, რომელიც უკრაინაში ჯარების შეყვანას აპირებს.

“პოლონეთი, რა თქმა უნდა, არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, მინდა ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო. ჩვენ გვაქვს სხვა ამოცანები”, – დასძინა პოლონელმა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები