ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ახალი სანქციების პაკეტი დაამტკიცეს
დღეს, ევროკავშირის ელჩებმა, უკრაინასთან ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უახლესი პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც კრძალავს რუსული ალუმინის იმპორტს და დააწესებს ახალი ექსპორტის აკრძალვას მოსკოვისთვის,- ამის შესახებ politico წერს.
ევროკავშირის მინისტრების მიერ ეს მე-16 პაკეტი, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს დაგეგმილ რეგულარულ შეხვედრაზე ბრიუსელში საბოლოოდ დამტკიცდება.
ევროკავშირი შავ სიაში შეიყვანს 73 გემს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში არიან. ამრიგად, გემების საერთო რაოდენობა 153-მდე გაიზრდება. სანქციების თანახმად, მათ ეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა და ევროკავშირის სერვისებით სარგებლობა.
„ევროკავშირი კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის მიმართ სანქციებს, პუტინის “ჩრდილოვანი ფლოტის” მეტი გემის მიზანმიმართულობით და იმპორტისა და ექსპორტის ახალი აკრძალვების დაწესებით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა კრემლზე“, – აცხადებს ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.