“სასურველი იქნება, თუ პოლონეთი და სხვა ქვეყნები, შოუების ნაცვლად, სერიოზულად გაიაზრებენ თავიანთ როლს და დაასრულებენ პოლარიზაციის ხელშეწყობას, მათ შორის, საქართველოში” – მახაშვილი

“სასურველი იქნება, თუ პოლონეთი და სხვა ქვეყნები, შოუების დადგმის ნაცვლად, სერიოზულად გაიაზრებენ თავიანთ როლს მშვიდობის მიღწევაში, ომის თავიდან არიდებაში და დაასრულებენ პოლარიზაციის ხელშეწყობას, მათ შორის საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ქვეყანა როცა ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველო ყველა პლატფორმაზე უსამართლოდ გააკრიტიკოს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარე ამის გათვალისწინებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გასაკვირი არ არის. სასურველი იქნება, თუ პოლონეთი და სხვა ქვეყნები, შოუების დადგმის ნაცვლად, სერიოზულად გაიაზრებენ თავიანთ როლს იმაში, თუ რა როლი აქვს მშვიდობის მიღწევაში, ომის თავიდან არიდებაში და დაასრულებენ პოლარიზაციის ხელშეწყობას, მათ შორის საქართველოში. არ შეგვიცვლია ჩვენი მიდგომები, რომლებიც თავიდანვე ძალიან მკაფიო იყო. საქართველოში მშვიდობა ლამაზ სკამებში, რომელიმე მაგიდის გარშემო ჯდომაში, ან ლამაზ წითელ ხალიჩებში არ გაგვიცვლია.

მათ მიდგომაზე კი, შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ, საკუთარ ხმაში რიხი ხომ არ შეუმცირდათ? ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას გავაგრძელებთ. ვისურვებდით, რომ პოლონეთი, რომელსაც ევროკავშირში წონა აქვს, სერიოზულად მოეკიდოს თავის პასუხისმგებლობას, რადგან ვარშავაში ერთ განცხადებასაც კი დიდი გამოძახილი აქვს საქართველოშიც და მთლიანად აღმოსავლეთ სამეზობლოშიც“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები