ლევან მაჭავარიანი – „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებაზე: თუ ეს პირი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს
“ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ისინი ეცნობიან, როგორც პოლიციელი და წარუდგენენ თავიანთ საბუთს”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას ეხებოდა.
მისი თქმით, თუ დაკავებული მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
„პოლიციას აქვს სხვადასხვა დანაყოფი – ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ისინი ეცნობიან, როგორც პოლიციელი და წარუდგენენ თავიანთ საბუთს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა. თუ ეს პირი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.