ირაკლი ზარქუა: სამშობლოს ღალატის მუხლი კანონმდებლობიდან სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო, რადგან ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ

„სამშობლოს ღალატის მუხლი კანონმდებლობიდან სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო, რადგან ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, სახელმწიფო ინტერესებში არ იყო,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„წინმსწრებად, ემანდ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო, სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს. ეს იყო არგუმენტი. ეს საკითხი დღის წესრიგში დავაბრუნეთ, რადგან გვგონია, რასაც ვისმენთ, რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ზარქუამ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ უბრალოდ მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები