ტრამპის თქმით, შესაძლოა ამ თვეში პუტინს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამ თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

მანამდე, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ მხარეებს ტრამპ-პუტინის სამიტის თარიღი არ დაუდგენიათ.

ამასთან, მედიის ცნობით, ტრამპმა გვერდი აუარა უკრაინის შეშფოთებას შეხვედრის მიღმა დატოვების შესახებ და თქვა, რომ მოსკოვის შემოჭრის თავიდან ასაცილებლად, კიევს რუსეთთან შეთანხმება სამი წლის წინ შეეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები