ბელგიაში გარდაცვლილ მირზა გოლეთიანს 19 თებერვალს ჩამოასვენებენ

ბელგიაში გარდაცვლილ 25 წლის მირზა გოლეთიანს საქართველოში 19 თებერვალს ჩამოასვენებენ.
ქართველმა ახალგაზრდამ ბელგიის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უბედური შემთხვევა 13 თებერვალს მოხდა.
სამშობლოში გადმოსვენება საქართველოს საელჩოს დახმარებით ხორციელდება. საელჩომ მოამზადა სათანადო დოკუმენტაცია გარდაცვლილის ძმისთვის, რომელიც ასევე ბელგიაში იმყოფება.
დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, რომ მირზა გოლეთიანს თავშესაფარზე უარი ეთქვა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა ვენები გადაიჭრა, ხოლო საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ კი ფეხსაცმლის თასმებით თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები