ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტი გააუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს საუდის არაბეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, უკრაინის გარეშე ვერ მიიღება და არც გარკვეული პირობების დაწესება მოხდება. ჩვენ არ მიგვიწვიეს საუდის არაბეთში ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე – ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, როგორც ვფიქრობ, ბევრისთვის. ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ მედიიდან. არ ვიცი, ვინ დარჩება იქ, ვინ წავა, ან ვინ სად აპირებს წასვლას. ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელები და გამჭვირვალეები ვართ, რის გამოც არ ვაპირებ საუდის არაბეთში წასვლას. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მისი სამეფოს უმაღლესობასთან [ბინ სალმანთან]“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის დელეგაციასა და რუს ოფიციალურ პირებს შორის რიადში, საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ერთმანეთს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები