აშშ და რუსეთი ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების სწრაფი დანიშვნა უზრუნველყონ.

“ყველაზე გადაუდებელი და არც ისე რთულია, უზრუნველვყოთ რუსეთის ელჩების შეერთებულ შტატებში და შეერთებული შტატების ელჩების რუსეთში რაც შეიძლება ადრე დანიშვნა”, – თქვა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, შეთანხმდნენ, რომ მოიხსნება სირთულეები, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აწესებდა რუსეთის დიპლომატიური მისიების მიმართ.

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც აღმოფხვრიან “გამაღიზიანებელ” ფაქტორებს ორმხრივ ურთიერთობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები