ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს“ – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ტანძიის, იწრიის, სენებისა და ბერთაკარის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებები.
„შეხვედრებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სოფლებისათვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ერთობლივად შეარჩიეს განსახორციელებელი პროექტები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარი გამოიყო. საჭიროების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერია, პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელებს“ – წერია ინფორმაციაში.