პესკოვის თქმით, პუტინი ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის მზად არის
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის მოლაპარაკებისთვის ვლადიმერ ზელენსკისთან, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინება.
„თავად პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის სამართლებრივი ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია ამ უკანასკნელის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმაციასთან”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
როგორც კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, თავად პუტინმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება ამის შესახებ.