ისრაელ კაცი: შეიქმნება ახალი ჯგუფი, რომელსაც ღაზას მოსახლეობის “ნებაყოფლობითი” ემიგრაცია დაევალება
თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა თავდაცვის სამინისტროში ახალი დირექტორატის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელსაც დაევალება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაცხადებული გეგმების მიხედვით პალესტინელებმა ნებაყოფლობით დატოვონ ღაზას სექტორი.
ახალ დირექტორატში სხვადასხვა სამთავრობო სამინისტროებისა და თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები იქნებიან.
”გეგმა მოიცავს ვრცელ დახმარებას, რომელიც საშუალებას მისცემს ღაზის ნებისმიერ მაცხოვრებელს, რომელსაც სურს ემიგრაცია მესამე სახელმწიფოში, მიიღოს მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს სპეციალურ გამგზავრებას საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გზით,” – აცხადებენ კაცის ოფისში.
ამ თვის დასაწყისში კაცმა თქვა, რომ მან უბრძანა არმიას ჩამოეყალიბებინა გეგმა პალესტინელებისთვის ღაზას დატოვებისთვის და დასძინა, რომ იგი მიესალმება “ტრამპის გაბედულ გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემს ღაზას მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაადგილდეს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში”.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იგი ერთგულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის, განსხვავებული ღაზის შექმნის შესახებ.