შალვა პაპუაშვილი: ვინ – ვისი მოკავშირეა და ვინ – ვისი ინტერესებით მოქმედებს, ეს არ არის ჩვენთვის მთავარი, ერთი რამეა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებით

„ვინ ვისი მოკავშირეა და ვინ – ვისი ინტერესებით მოქმედებს, ეს არ არის ჩვენთვის მთავარი, ერთი რამეა ჩემთვის მთავარი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებით,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მიერ ლუკაშენკოსთვის პრეზიდენტად არჩევის მილოცვას შეეხებოდა.

„რთულია საერთო ჯამში ისეთ კითხვებს უპასუხო, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დამაზიანებლების ინტერესებიდან მომდინარეობს და რა თქმა უნდა ასეთ კითხვებს არ აქვს შინაარსი, ასეთ კითხვებს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ შემოიტანონ დაპირისპირება იმ რთულ გარემოში, რომელშიც საქართველოს უწევს ყოფნა. ჩვენ ბელორუსთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, შესაბამისად არჩევნები იქნება თუ სხვა საკითხები, შესაბამისი პროტოკოლური საკითხები არსებობს. რაც შეეხება მოკავშირეობას, ზოგიერთმა უცხოელმა ხომ კვლავ დაიწყო ტრამპის პრორუსობაზე საუბარი და ხომ გამოჩნდნენ ქართველი ტოპტვინები, რომლებმაც მხარი აუბეს ამ ნარატივს. ვინ ვისი მოკავშირეა და ვინ – ვისი ინტერესებით მოქმედებს, ეს არ არის ჩვენთვის მთავარი, ერთი რამეა ჩემთვის მთავარი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები