სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში შეიქმნა, საიდანაც მოქალაქეები იღებენ პირად შეტყობინებას, მათ შორის ფინანსური დახმარების პირობას

სოციალურ ქსელ „Facebook“-ში, გაურკვეველმა პირმა შექმნა ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში. აღნიშნული ანგარიშიდან მოქალაქეები იღებენ პირად შეტყობინებას, მათ შორის ფინანსური დახმარების პირობას, – ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ვთხოვთ საზოგადოებას, გაითვალისწინოს, რომ ეს ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს. ასევე, აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ გაუგზავნოთ კომპანია Meta-ს წერილი ანგარიშის გაუქმების შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები