ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა – მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მომხდარის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი – ქალის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები