ესპანეთი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
ბრიტანეთის წინადადებას უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ ესპანეთი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწლიანი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რუსული აგრესიის დაჯილდოებით არ უნდა დასრულდეს.
მისივე თქმით, არ შეიძლება აგრესიული ომების წახალისება.
„უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამ დროისთვის მშვიდობა არ არის. აგრესიული ომი არ შეიძლება დაჯილდოვდეს, ჩვენ არ შეგვიძლია წავახალისოთ სხვები აგრესიული ომების წამოწყებაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰორიზონტზე სიმშვიდე არ არის.
„დღეს დარწმუნებული ვარ, პუტინი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და დაბომბვას. ასე რომ, მე ვერ ვხედავ სიმშვიდეს ჰორიზონტზე”,- განაცხადა მინისტრმა.