არჩილ გორდულაძე: ზუსტად ერთი-ერთში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით იგივეს საუბრობს ეს ადამიანიც – ადგნენ ახლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსაც დასდონ ტყუილში ბრალი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რაზეც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია საუბრობს, რომ ევროპული ბიუროკრატია აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, ჯეი დი ვენსის მიერაც იყო გაჟღერებული.

„უკვე წლებია „ქართული ოცნების“ გუნდი, ჩვენი ლიდერები და ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ შორის [აშშ-ის] ვიცე-პრეზიდენტმა ახსენა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. განსხვავება ერთი ის არის, რომ ახლა ამ ჩაბუდებულ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და მართულ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლონ, მაგრამ ქართველებს კი კარგად გვამუნათებდნენ ხოლმე.

ზუსტად ერთი-ერთში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, იგივეს საუბრობს ეს ადამიანიც, როდესაც ხაზს ვუსვამდით ხოლმე ჩვენს მიმართ უსამართლობებზე, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში მსჯელობებზე, ზუსტად ამაზე ისაუბრა ამ ადამიანმა და მათ შორის ხაზი გაუსვა სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის ჩახშობის მცდელობებს. ზუსტად იგივე შემთხვევა იყო მაგალითად ჩვენი საპატიო თავმჯდომარის შემთხვევაში, როდესაც დე-ფაქტო დასანქცირების ფონზე ამ ადამიანს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ ევროპულ სხვადასხვა მედიაში თავისი განცხადებები გაევრცელებინა და როდესაც ამას ჩვენ ვამბობდით ტყუილში გვდებდნენ ხოლმე ბრალს.

ახლა ადგნენ ეს ადამიანები და ტყუილში დასდონ ბრალი, მათ შორის, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ გაბედავენ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ მათ, რომ რეალობას და სიმართლეს თვალი გაუსწორონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას სიტყვის თავისუფლებას უწუნებს და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში ამხელს. კრიტიკული განცხადება ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები