ილია მეორე  ჯუმბერ ჯანდიერს  90-ე  დაბადების დღეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე  ჯუმბერ ჯანდიერს  90-ე  დაბადების დღეს ულოცავს.

“ბატონ ჯუმბერს გულითადად ვულოცავ საიუბილეო თარიღს.

ჩვენი დროის ცნობილ ხელოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, პოეტი, მხატვარი, მსახიობი… ასეთი მრავალმხრივი ნიჭითაა იგი დაჯილდოებული და, რაც მთავარია, სიკეთითა და თავმდაბლობითაა გამორჩეული.

ვუსურვებთ მას კვლავაც შემოქმედებით წარმატებას, ჯანმრთელობასა და ღვთის გზით სვლას”, – ნათქვამია მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები