ეკა სეფიაშვილი – პროდუქტზე ფასების შემცირებაზე:  პირველი ხელშესახები შედეგი უნდა იყოს ფასების დაწევა

“ფასწარმოქმნის პროცესის შესწავლა ხდება ყოველმხრივ, მათ შორის, ბიზნესის ჩართულობით, ასევე, დოკუმენტებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი მასალებით, რაც გულისხმობს იმას, რომ სუს-მა ეს მასალები გამოითხოვა ბიზნესოპერატორებისაგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი პროდუქტებზე ფასების კლების შესახებ საუბრისას აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, პროცესის პირველი ხელშესახები შედეგი პროდუქტზე ფასების დაწევა უნდა იყოს.

“ფასწარმოქმნის პროცესის შესწავლა ხდება ყოველმხრივ, მათ შორის, ბიზნესის ჩართულობით, ასევე, დოკუმენტებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი მასალებით, რაც გულისხმობს იმას, რომ სუს-მა ეს მასალები გამოითხოვა ბიზნესოპერატორებისაგან.

პირველ რიგში, ეს იქნება ფასების დაწევა, პირველი ხელშესახები შედეგი ეს უნდა იყოს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოვავლინოთ ის სისტემური დარღვევები, რომლებიც ფასწარმოქმნის პროცესშია და ამ ყველაფერს მივუსადაგოთ ისეთი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მომავალშიც დაიცავს მოსახლეობას ასეთი არასამართლიანი ფასწარმოქმნისაგან და მონოპოლისტების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან”, – განაცხადა ეკა სეფიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები