“დებატი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი” – მათიკაშვილი

“დებატი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ის მხარე, რომელიც რაღაც წინაპირობებს აყენებს დებატების გამართვის ჭრილში, უკვე საკუთარ თავს ამჟღავნებს, რომ გაურბიან დებატებს, არ სურთ მონაწილეობა ერთადერთი მიზეზის გამო, რადიკალების იმ ერთმა მუჭა მხარდამჭერებმა, თუკი ასეთი დარჩათ, არ გაიგონ ის სიმართლე, რომელიც არსებობს.

დებატი უნდა გაიმართოს ისეთ ობიექტურ მოცემულობაში, რომელსაც მედია საშუალებები შემოგვთავაზებენ, სადაც ცილისწამება, შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება არ იქნება.

მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში საკუთარი აზრი გამოთქვან და გააცნონ საზოგადოებას. დებატი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედია საშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიებისა და მათი მხარდამჭერი მედია საშუალებების მიერ. აუცილებელია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის განხორციელება და დებატების დაბრუნების ჩვენს მედია სივრცეში”, – ამბობს  მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები