ორი დაღუპული და რვა დაშავებული – მიკოლაივში აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ მიკოლაივში, პოჰრანიჩნას ქუჩაზე, დაუდგენელი ობიექტის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული პოლიცია იუწყება.

შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე, საზოგადოებრივ სასადილოსთან მოხდა.

„აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია რვა ადამიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამართალდამცველები და სამედიცინო პერსონალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები