რატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: ძალიან უხერხულია, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც დიპლომატიის ასეთ დაბალ სტანდარტს დებს
„ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილი მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის შესახებ განაცხადა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა პიტერ ფიშერს, რომელმაც ჯერ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 1 800 000 000 ევროს გადასცემს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შემდეგ აღიარა, რომ აღნიშნული თანხიდან 1 500 000 000 ევრო მოლდოვას სესხის სახით გადაეცემა.
„ძალიან უხერხულია, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც დიპლომატიის ასეთ დაბალ სტანდარტს დებს და ფაქტობრივად, ფეიკ ნიუსების გავრცელებით არის დაკავებული”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც ის დიპლომატს მოლდოვისთვის 1 800 000 000 ევროს გადაცემის შესახებ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის გამო აკრიტიკებს.