ლევან მახაშვილი – USAID-ს გამჭვირვალობის რაღაც ხარისხი მაინც ჰქონდა, NED-ი სრულიად გაუმჭვირვალე იყო –  ფაქტობრივად, მისი აქტივები იყო ფარული სპეცოპერაციული ჩარევები საქართველოში

„პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან USAID-თან ერთად, საგარეო ჩარევების ერთ-ერთი მედროშე და მებაირაღე იყო NED-ი, მათ შორის საქართველოშიც,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, NED-ისთვის დაფინანსების შეჩერება ნიშნავს, რომ საქართველოში ნაკლები ფული დაიხარჯება ძალადობასა და უკანონო საქმიანობაზე.

„USAID-ს გამჭვირვალობის რაღაც ხარისხი მაინც ჰქონდა, NED-ი სრულიად გაუმჭვირვალე იყო. ფაქტობრივად, მისი აქტივები იყო ფარული სპეცოპერაციული ჩარევები საქართველოში, თუმცა ეს სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე მათ ხელმძღვანელობას არაერთხელ შეხვდა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფას ითხოვდა, რათა გაგვეგო, რაში იხარჯებოდა თანხები. სოციალური ქსელებიდან რასაც ვიგებდით იყო ის, რომ მათი საქმიანობა პირდაპირ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიას ემსახურებოდა და აფინანსებდა, რაც უკანონო საქმიანობაა.

ასევე იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების რომანტიზება, ძალადობრივი ქმედებების რომანტიზება და წახალისება. რა თქმა უნდა, კითხვებია NED-ის საქმიანობაზე. მათთვის დაფინანსების შეჩერება ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ იქნება ფული, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები ფული დაიხარჯება ძალადობასა და უკანონო საქმიანობაზე“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები