ვლადიმერ ბოჟაძე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე: სავარაუდოდ, სხვა ადამიანებიც იქნებიან დაბარებულები დაკითხვაზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხის ინტერესები

„ისინი ითვალისწინებდნენ უცხოურ გავლენებს, უცხოურ დაფინანსებას, მათ ინტერესებს და არა საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ბევრი სამუშაო ელოდება წინ,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.

„სავარაუდოდ, სხვა ადამიანებიც იქნებიან დაბარებულები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, ხელისუფლების ყოფნის და მერე უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს გადანაწილდნენ სამოქალაქო სექტორში, მედიებში, ბევრი მათგანი დარჩა პოლიტიკაში, სხვადასხვა პარტიის სახელით მოგვევლინნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ამ 12 წლის განმავლობაში, რომ დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხის ინტერესები. ისინი ითვალისწინებდნენ უცხოურ გავლენებს, უცხოურ დაფინანსებას, ითვალისწინებდნენ მათ ინტერესებს და არა საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ბევრი სამუშაო ელოდება წინ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები