სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დასრულდა.
ბრალდებულ გერონტი ალანიას ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
მისი თქმით, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დადასტურება ვერ მოხერხდება და ამ შემთხვევაში ალანია უნდა გაანთავისუფლონ.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ისინი დაცვის მხარეს დამახინჯებული ფაქტების წარმოდგენასა და დასკვნით სიტყვაში არსებულ უზუსტობებში ადანაშაულებს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ბრალდებამ განსასჯელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა. ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილთან ერთად ბრალებულები არიან გერონტი ალანია და ვალერიან მეტრეველი. ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვიც, რომელსაც, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. გამოძიება ვანო მერაბიშვილს ამ საქმეში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენას და გამოძიების ინსცენირებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მოსამერთლე საბოლოო გადაწყვეტილებას 20 ოქტომბერს გამოაცხდებს.