“გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებით ახლახან დაფიქსირდა” – საპატრიარქო
“გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებით ახლახან დაფიქსირდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია.
შევნიშნავთ, რომ, ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით, და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.