ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის მოლაპარაკებებში კიევის მონაწილეობას ითხოვს
კიევი ჩართული უნდა იყოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში,- ამის შესახებ განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
“სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ამ მოლაპარაკებების ნებისმიერი შედეგი იყოს ძლიერი და ხანგრძლივი და უკრაინა მჭიდროდ უნდა იყოს ჩართული ყველაფერში, რაც ეხება უკრაინას. რა თქმა უნდა, ეს გადამწყვეტია”,- აღნიშნა რუტემ.