იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე: თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე თანამდებობის დატოვების შემდეგ, ფაქტის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე.
გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს.
მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!”,- წერს ღვინიანიძე.