ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, მაგრამ პოზიციას არასდროს არ შეიცვლის – საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და ამიტომაც აცხადებენ დემოკრატიის მტრად

რადიკალი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიცია თავის პატრონებთან ერთად ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” ეკრანიზაციას, ჯორჯ სოროსის „პროდიუსინგით” ცდილობს.

„ევროპარლამენტარები იმსჯელებენ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზეო…

ესენი ხომ იცით, რომლები არიან?

ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, კაპიტალი დააგროვა საკუთარი მოქალაქეების გვამების, უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად რომ გამოაცხადეს…

ბიძინა ივანიშვილმა კი საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, ყოველდღიურად ავიწროებენ, ემუქრებიან, საკუთარი კაპიტალზე წვდომა შეუზღუდეს, მაგრამ პოზიციას არასდროს არ შეიცვლის – საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და ამიტომაც აცხადებენ დემოკრატიის მტრად…

მოკლედ, ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” ეკრანიზაციას აწყობენ, ჯორჯ სოროსის “პროდიუსინგით”,” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები