“ამ დროისთვის, ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი; საბურთალოზე ამ დროისთვის 65% ჩართულია” – “თბილისი ენერჯი”
“თბილისი ენერჯი” გაზმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კომპანია იტყობინება, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. “კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე. ამ დროისთვის, ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65% ჩართულია.
გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.