იორდანია ღაზიდან პალესტინელების გადასახლების წინააღმდეგია

იორდანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლებას, – ამის შესახებ ქვეყნის მეფე აბდულა II-მ სოციალურ ქსელში დაწერა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზის სექტორზე კონტროლს აიღებს და რეგიონის აღდგენით სამუშაოებზე იქნება პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ ღაზას მთელი მსოფლიოსთვის „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“  გადააქცევს.

ამავდროულად, მან ღაზას სექტორს „განადგურებული ადგილი“ უწოდა და თქვა, რომ მისი მაცხოვრებლები უნდა სხვა ქვეყნებში უნდა გადასახლდნენ, მათ საცხოვრებელ ადგილებად კი იორდანია ან ეგვიპტე შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები