“არ გვინდა, ვინმეს მითითებები ვასრულოთ; ჩვენს ქვეყანაში მითითებების შესრულების დრო დასრულდა” – გორდულაძე

“ყველას შეუძლია, ასეთი დახმარებები საკუთარი თავისთვის შეინახოს, ასეთი მოთხოვნები იმ ქვეყნებს წაუყენონ, რომელთა პასპორტებიც ჯიბეში უდევთ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„საინტერესოა, ადამიანებმა მათ ქვეყნებში პოლიციელებს სახეში რომ ულაწუნონ და მაშხალები ესროლონ, რა რეაქცია ექნებათ? – არ გვინდა, ვინმეს მითითებები ვასრულოთ. ჩვენს ქვეყანაში მითითებების შესრულების დრო დასრულდა. 70-წლიანი ისტორია გვაქვს, როცა მოსკოვიდან გვაძლევდნენ მითითებებს, ხოლო 100 წლიანი გამოცდილება გვაქვს, როცა მითითებები პეტერბურგიდან მოდიოდა. ამ ქვეყანაში სხვა ქალაქიდან გამოგზავნილი მითითებები არ ასრულდება, თუ ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ იქნება. ყველამ კეთილი ინებოს და დემოკრატიულ არჩევნებს პატივი სცეს“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები