“პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოშიც და უცხოეთშიც დაუმტკიცდა ბრალეულობა და დანაშაულები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას” – მაჭარაშვილი
“უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის როლი და მიზანი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება 12 წელია, ელოდებოდა, რომ “ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოშიც და უცხოეთშიც დაუმტკიცდა ბრალეულობა და დანაშაულები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი გზებით”.
“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოიგო საქართველოს სახელმწიფომ და არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ და იქაც დადასტურდა სამხედროებს არ ჰქონიათ, ასევე სტრასბურგში მოიგო საქართველოს სახელმწიფომ საერთაშორისო სასამართლომ, ამის შემდგომ, უკვე გვაქვს საშუალება, რომ თამამად ვისაუბროთ პოლიტიკური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.