უკრაინელებმა სარატოვის ოლქზე იერიში მიიტანეს – მნიშვნელოვნად დაზიანდა ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა

რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები გაანადგურეს. სარატოვში სამრეწველო ქარხანა დაზიანდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ“, – აცხადებს სარატოვის ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსარგინი.

უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო აცხადებს, რომ სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა რუსული საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია, რომლის გადასამუშავებელი სიმძლავრე წელიწადში შვიდ მილიონ ტონას აღწევს და ის  მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსი სამხედროების საწვავით უზრუნველსაყოფად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები