“სამოქალაქო საზოგადოება ვერთიანდებით სამართლიანობის აღსადგენად, გთხოვთ ჩაერთოთ ბრძოლაში, მოაწეროთ ხელი პეტიციას და დაგვეხმაროთ მის გავრცელებაში” – ლიზა გეგეჭკორი
“სამოქალაქო საზოგადოება ვერთიანდებით სამართლიანობის აღსადგენად, გთხოვთ ჩაერთოთ ბრძოლაში, მოაწეროთ ხელი პეტიციას და დაგვეხმაროთ მის გავრცელებაში” – ამის შესახებ ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ინფორმაციას ავრცელებს და პეტიციას აქვეყნებს.
“წლებია სოციალური პლატფორმა “მეტას“, კერძოდ “ფეისბუქის” ქართველი მომხმარებლები ხდებიან აგრესორი დაჯგუფებების (ფეისბუქის ადგილობრივი წარმომადგენლობის) მხრიდან ბულინგის, ჩაგვრის, დაუსაბუთებელი რეპორტების, მიკერძოებული დამოკიდებულებების მსხვერპლნი.
ადგილობრივი წარმომადგენლობა “ფეისბუქის” პლატფორმას იყენებს პოლიტიკური და სოციალური ანგარიშსწორებისთვის, ნერგავენ ცენზურას და კრძალავენ მათგან განსხვავებული აზრისა თუ პოზიციის ღიად დაფიქსირებას.
გვსურს ამ პეტიციით მივაწვდინოთ ხმა “მეტას” სათავო ოფისს და ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის შერჩევითი სამართლისა და მუდმივი თავდასხმების მსხვერპლი.
ჩვენ გვჯერა, რომ “მეტას” პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ყოველთვის იცავს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას არ დატოვებს მსგავს უსამართლობას სათანადო და ობიექტური რეაგირების გარეშე.
აღნიშნული პეტიცია ნათელს ხდის უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლთა რაოდენობას!”,- წერია პეტიციაში.