“მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე, გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
ოხანაშვილის თქმით, სამიტზე თავს იყრიან მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები.
“ეს შესაძლებლობას გვაძლევს კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე ვისაუბროთ. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ისევე როგორც გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები. ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე, გავეცნოთ კონკრეტულ მიდგომებს მსოფლიო ლიდერების უშუალო მონაწილეობით. ჩვენ შევეხებით ასევე ისეთ თემებს, რაც საქართველოსთვის აქტუალურია, როგორიც არის ციფრული მმართველობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, კიბერუსაფრთხოების სფერო, რომელიც მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.