თუ “ჰამასი” ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს, ისრაელმა ყველა შეთანხმება უნდა გააუქმოს – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი შაბათს შუადღემდე არ გათავისუფლდება, ის შესთავაზებს ისრაელს “ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის გაუქმებას.
განცხადება დონალდ ტრამპმა ჰამასის მიერ ისრაელის მიმართ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ გააკეთა.
“ვურჩევდი ისრაელს, გააუქმოს ყველა შეთანხმება. დაე, დაიწყოს ჯოჯოხეთი! ვფიქრობ ისრაელი ამას გააკეთებს. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი მძევალი უკვე მოკლულია და თუ ასეა, მაშინ ეს დიდი ტრაგედიაა“,- განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, შეწყვიტოს დახმარება იორდანიასა და ეგვიპტესთვის, თუ ისინი არ მიიღებენ პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზიდან გადმოსახლებულნი არიან.